ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალს, მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდა.
როგორც Business Time-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და სავალუტო ფონდის თანამშრომლობაზე, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებსა და რეგიონში შექმნილი ვითარების გავლენაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებულ აუქციონსა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
"ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ რეგიონში შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ორი წელია, საქართველო სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას აფიქსირებს, ასევე გაუმჯობესებულია სხვადასხვა ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები. ამასთან აღინიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არსებობს გამოწვევებიც", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები რომეო მიქაუტაძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე. აგრეთვე სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი და სხვ