ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვართ, ქვეყანაში "ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა".
"4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტის თვეში არის იმის დასტური, რომ დაბალანსებული მიდგომა, რასაც ჩვენ ვიჩენთ, არის გამართლებული - ქვეყანაში ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვიმყოფებით და პანდემია არ არის დამარცხებული", - აცხადებს ის.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 1-ლი კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა.