gorgia
ავერსი legi

ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში აშენდა. ობიექტი მოემსახურება რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს: წალკას, თეთრიწყაროს, მარნეულს, ბოლნისსა და დმანისს. პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ. 

ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების და არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და  საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები.  

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 20 იანვარს, საქართველოს მთავრობის N2283 განკარგულების შესაბამისად, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტით სარგებლობასთან დაკავშირებით თვითმმართველობებთან მომსახურების ხელშეკრულებები გაფორმდა.

ახალი ობიექტი და ნარჩენების გადამტვირთავი ქსელი გამართული ოპერირება ხელს შეუწყობს რეგიონში თანამედროვე, გარემოსდაცვით სტანდარტებზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვას.

80