
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსები გამოაცხადა ქუთაისის, ახალციხისა და გურჯაანის ახალი, თანამედროვე პარკების პროექტირებისთვის.
ინიციატივის მიზანია ქალაქებში ეკოლოგიურად მდგრადი, მრავალფუნქციური და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული სარეკრეაციო სივრცეების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის ზრდას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
ქუთაისში, ახალი პარკი ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ, დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა. ახალი ცენტრალური პარკების მოწყობაა დაგეგმილი, ასევე, ახალციხესა და გურჯაანში.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.