jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
"კოვაქს-პლატფორმიდან მოგვწერეს, საქართველო არის თუ არა მზად  „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად, რაზედ ვუპასუხეთ რომ - კი, მზად ვართ", - ამის შესახებ დაავადებათო კონტროლის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ რადიო მაესტროს "სატელეფონო ინტერვიუში"განუცხადა.  
 
პაატა იმნაძის თქმით, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, კოვაქსპლატფორმაზე თავად აირჩიოს ვაქცინა, რომლის გამოყენებასაც გადაწყვეტს.
 
"სწორედ ამიტომ გვაქვს წინმსწრებად უფრო მეტი გადახდილი, რომ შევძლოთ იქაც ამორჩევა, რომელიც ჩვენთვის უფრო მისაღები იქნება", - განუცხადა რადიო მაესტროს პაატა იმნაძემ. 
 
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძემ განაცხადა,  რომ "ფაიზერს" საქართველოდან მოთხოვნა არ მიუღია, ეს ტყუილიაო.
 
ამავე დროს, ტყული იყო გავრცელებული ინფორმაცია "კოვაქსის" პლატფორმის შესახებ, რადგან კოვაქს-პლატფორმაზე არცერთი, ვიმეორებ, არცერთი ვაქცინა არ არის ფაიზერის, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
 
1519