ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 18 536, PCR ტესტით 6 056 და კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამჟამად, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 284 958 შეადგენს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 196 ადამიანი პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვმა 275 220-ი შეადგინა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 10 პირი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 3 832 ადამიანი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,65%, ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%.