Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23169 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 158 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82 %
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 169 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9254 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 422 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 218-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.49%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 158 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269784-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 216 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 717, საიდანაც: 1 423 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 730, აჭარაში - 137, იმერეთში - 273. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 276 პირი, მათ შორის, თბილისში - 1259, აჭარაში - 19, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 83 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 168 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 - თბილისში, 35 - აჭარაში. 2 126 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 84, ხოლო აჭარაში - 19.