საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა იზრდება.
“30%-დან 50%-მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში”, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.