ხვალ, 31 მარტს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის თებერვლის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “BUSINESS TIME”-ს საქსტატიდან აცნობეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, ხვალ 11 საათზე, ონლაინ ბრიფინგს გამართავს, სოციალური ქსელის - Facebook-ის საშუალებით.
ბრიფინგი ხელმისაწვდომი იქნება საქსტატის ოფიციალურ Facebook გვერდზე.