ხვალ, პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებს ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები ჰყავთ დაბარებული.
ეკონომიკის მინისტრის დაბარება, დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ “ორბი ბახმაროს“ მიერ ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება.
რაც შეეხება ვახტანგ გომელაურს, ის ოპოზიციამ ფემიციდის თემაზე დაიბარა. 19 აპრილს დანიშნულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
მეორე საკითხი, რაზეც გომელაური პარლამენტში ისაუბრებს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.
მინისტრებს პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.