აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისში ქუთაისის აეროპორტით 126 864 მგზავრმა ისარგებლა. 2019 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 64 745 იყო.
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის მაისში 210 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 80%-ით 378 რეისამდე გაიზარდა.
პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა არის ხუთი თვის ჭრილშიც. იანვარი-მაისის პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 502 323 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის პერიოდს 74%-ით აღემატება. მიმდინარე წლის ხუთ თვეში აეროპორტი 1 591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდე ნიშნულს 66%-ით აჭარბებს.
ცნობისთვის, 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულება დაამატა.
2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.
ხუთ თვეში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 74%-ით გაიზარდა
368
|