jan-medi
ავერსი შნაიდერი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საერთო ევროპული მომავლის მიმართ.

„ქართველ ხალხს სისხლში აქვს ევროპული ღირებულებები. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია ევროკავშირის ოჯახისკენ თქვენს გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.

341