„რაც მე მაშინებს ის არის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას“,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ჰარცელი განმარტავს, კრიტიკის ეს კატეგორია საზიანოა საქართველოსთვის.
"რაც მე მაშინებს ის არის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ, ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას.
ჩემი აზრით, კრიტიკის ეს კატეგორია ცინიკურია და რაც მთავარია, საზიანოა როგორც საქართველოსთვის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის.
ფაქტია, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს ასევე არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ",-აღნიშნავს კარლ ჰარცელი.