საქართველოში არსებული ვითარებით ერთადერთი მხარე იმარჯვებს და ეს არის რუსეთი, ის სარგებლობს არსებული უწესრიგობითა და ქაოსით და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, ეს არის რუსეთის გამარჯვება, ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის,- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს დემოკრატიულობის გაძლიერების საკითხზე მსჯელობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გარემოების გათვალისწინებით, ის გაოგნებული და იმედგაცრუებულია, რომ საქართველოში პოლიტიკური აქტორები უფლებას აძლევენ კრიზისს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. მან საქართველოში პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდა გვერდზე გადადოს მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დემოკრატიულობა განავითარონ.
„ამერიკის შეერთებული შტატები იყო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარი და მოკავშირე და ეს დღესაც ასეა, თუმცა ეს ურთიერთობა დამოკიდებულია საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ვალდებულების შესრულებაზე. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვა, დემოკრატიულობის მიმართ ერთგულება გამოხატული უნდა იყოს ყველა ქართველის მიერ, მიუხედავად იმისა ისინი არიან ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში. იმპერატიულია, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და იმუშაოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რათა ამ კრიზისიდან გამონახოს გამოსავალი მოლაპარაკების გზით. ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა უნდა რეაგირებდეს მოსახლეობის სურვილისამებრ, მაგრამ წარმატებული დემოკრატია უნდა ფუნქციონირებდეს და პასუხობდეს მისი მოქალაქეების საჭიროებებს. საქართველოში არსებული ვითარებით ერთადერთი მხარე იმარჯვებს და ეს არის რუსეთი, რუსეთი სარგებლობს არსებული უწესრიგობითა და ქაოსით და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, ეს არის რუსეთის გამარჯვება, ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ, ვარ გაოგნებული და იმედგაცრუებული, რომ ყველა მხარე უშვებს, რომ კრიზისი ამდენ ხანს გაგრძელდეს და დღეს მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები, რათა ამის ნაცვლად უზრუნველყონ საქართველოს დემოკრატიულობის გაძლიერება, იმედი მაქვს, რომ ეს მოსმენა ნათელს მოჰფენს, როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარება გაუწიოს თავის მოკავშირე საქართველოს, რომ დააკმაყოფილოს მისი დემოკრატიული ამოცანები“, - განაცხადა შაჰინმა.