ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავასაიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელის, რომ საქართველო - ახლო პარტნიორი და ასპირანტი - შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ძალიან ბევრი იმუშავა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზით, პოლარიზებული რიტორიკისა და მოქმედებების თავიდან აცილებას”, – წერს აპატურაი.