საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან მიდის. მისი თქმით, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში, ჯანდაცვის მიმართულებით გააგრძელებს.
მან მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებსა და სამედიცინო მუშაკებს და ჯანდაცვის სექტორში გასულ პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
“განვილილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები”, — დასძინა მან.