ივნისში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტმა 547 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით მეტია.
წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 3 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია.
რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი.
6-თვიან პერიოდში კი იმპორტი 7.2 მილიარდი დოლარი იყო, რაც 20%-ით არის მომატებული.
ივნისში საქართველოდან ექსპორტი 22%-ით გაიზარდა
364
|