
2025 წლის ივნისში, ქართული საქონლის ექსპორტი წლიურად 10.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.
პუბლიკაციის მიხედვით, მაისის თვეში 15.7%-იანი ზრდის შემდეგ, ქართული საქონლის საერთო ღირებულებამ ივნისში 640.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტის ზრდა მსუბუქი ავტომობილების, ძვირფასი ლითონების, ღვინის, სასუქების, ახალი ხილის, გაზიანი წყლისა და ფარმაცევტული პროდუქციის მატებით იყო განპირობებული.
მეორე მხრივ, წლიურად უმნიშვნელოდ - 0.9%-ით გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელი და 1.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. მაისში იმპორტის წლიური დინამიკა 1.8%-იან შემცირებაში გამოიხატა.