წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8% შეადგინა. ამის შესახებ სტატიატიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია საუბარი.
ამასთან, საქსტატის თანახმად, 2026 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, სამთომოპოვებითმა მრეწველობამ, ასევე ტრანსპორტმა და დასაწყობებამ.
ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.