ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, ისრაელიდან საქართველოში 17 მაისს 4 ფრენა შესრულდება.
საელჩოს ინფორმაციით, ფრენებს შემდეგი ავიაკომპანიები განახორციელებენ:
"ARKIA ISRAEL"- 11:30
"ISRAIR AIRLINES"- 20:30
"GEORGIAN AIRWAYS"-21:35
"EL AL ISRAEL"- 22:00
ისრაელში არსებული ვითარება გასული კვირის განმავლობაში გამწვავდა. ღაზის სექტორიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის მიმართ 1,000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, თავის მხრივ ისრაელმა დაიწყო საპასუხო იერიშები ღაზას სექტორში ორგანიზაცია ჰამასის წინააღმდეგ.